logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: აი, ამას ქადაგებს „გირჩი“ და ზუსტად ეს „უქადაგა“ უსუფაშვილმაც თავის შვილებს...
- +

22 მაისი. 2017. 13:13


 

პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შესახებ წერს:

 

„გახსოვთ, ალბათ, დავით უსუფაშვილის ცნობილი მიმართვა შვილებისადმი, სადაც ის ღიად ამბობს, რომ არ აპირებს შვილებს, სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგოს და სამშობლოს სიყვარულისკენ მოუწოდოს. მთავარია, ისინი აღიზარდონ თავისუფალ მოქალაქეებად, მერე კი გინდ სამშობლო შეიყვარონ, გინდ - ქალი. უსუფაშვილის ეს „ისტორიული" გამონათქვამი ზუსტად ემთხვევა ლიბერალიზმის მთავარი დოქტრინის ძირითად პუნქტებს, რომელთა მიხედვითაც პიროვნების თავისუფლება უფრო მაღლა დგას სახელმწიფოსა და მის ინტერესებზე. ლიბერალიზმის იდეოლოგია, პირველ ადგილზე აყენებს რა პიროვნების თავისუფლებას, პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც პიროვნებაზე ძალადობის, მისი თავისუფლების დათრგუნვის და შეზღუდვის ინსტრუმენტებს. ლიბერალების მოსაზრებით, სახელმწიფო ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ან უნდა არსებობდეს მინიმალური ფორმებით, რომელიც შემოიფარგლება თავისუფალი ინდივიდების ძალადობისა და აგრესიისგან დაცვის ფუნქციით. აი, ამას ქადაგებს „გირჩი" და ზუსტად ეს „უქადაგა" უსუფაშვილმაც თავის შვილებს", -  წერს პუბლიცისტი და პოეტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში".


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი