logo_geo
ლენუკა ყიფშიძე: ბავშვობიდან მქონდა განსაკუთრებული შეგრძნებები და სიზმრები. ხანდახან მეუბნებოდნენ, ბაბა-იაგა ხარო
- +

25 მაისი. 2022. 17:12

 

 

„წინასწარ ერთნაირად ვგრძნობ  კარგსაც და ცუდსაც“, - ამის შესახებ ლენუკა ყიფშიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

„როგორც დედაჩემი ამბობს, ბავშვობიდან მქონდა განსაკუთრებული შეგრძნებები და სიზმრები. ხანდახან მეუბნებოდნენ, ბაბა-იაგა ხარო. წინასწარ ერთნაირად ვგრძნობ  კარგსაც და ცუდსაც. მახსოვს, პატარა ვიყავი და ეზოში „ავჩარკა“ ძაღლი მივიჩვიე. ყველასთან მშვენივრად იქცეოდა, თუმცა, ვფიქრობდი, ეს ძაღლი რაღაცას მიზამს-მეთქი. შიში არ მქონდა, მაგრამ ერთხელაც, ეზოში რომ ჩამოვედი, ვიგრძენი, რომ მე ის ძაღლი მიკბენდა. წამოვიდა და მართლა მიკბინა. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, თითქოს საკუთარი ინტუიცია წინასწარ მაფრთხილებს. დილას რომ თენდება, ვგრძნობ, რომ იმ დღეს რაღაც გამიხარდება. აქ მეორე მომენტიცაა, ხომ ამბობენ, როგორც ხასიათზეც დაიწყებ დილას, ისეთივე დღე გექნებაო და საკუთარ თავზეც გამომიცდია, რომ ასეა. ამიტომ ვცდილობ, კარგი განწყობით დავიწყო და თუნდაც, ჩემი წინათგრძნობა კარგი ფიქრებისკენ მივმართო“, - განაცხადა ლენუკა ყიფშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი