logo_geo
ერეკლე საღლიანი: მურმან ლებანიძემ შემიყვანა ქართულ პოეზიაში - 5 წლის ვიყავი, როცა ლექსი მომიძღვნა „პატარა ერეკლე საღლიანს“
- +

25 მაისი. 2022. 17:55

 

 

„განსაკუთრებული როლი ჩემს აღზრდაში მამას სამეგობრო წრემ ითამაშა“, - ამის შესახებ პოეტმა ერეკლე საღლიანმა ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„მშობლებს უდიდესი როლი აქვთ, დღემდე მათ მხრებზე ვდგავარ. განსაკუთრებული როლი ჩემს აღზრდაში მამას სამეგობრო წრემ ითამაშა. ეს ადამიანები იყვნენ: ნოდარ ანდღულაძე, გაიოზ შარაშიძე, თამაზ ჩხენკელი, შოთა ჩანტლაძე, მურმან ლებანიძე... სწორედ მურმან ლებანიძემ შემიყვანა ქართულ პოეზიაში - 5 წლის ვიყავი, როცა ლექსი მომიძღვნა „პატარა ერეკლე საღლიანს“. ეს იმხელა პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებდა, უფლებაც კი არ მქონდა, ცუდი საქციელი ჩამედინა. ზაფხულობით ჩამოდიოდნენ და ძალიან კარგად მახსოვს მათი საუბრები, რომლებიც საოცრად საინტერესო მოსასმენი იყო და რომელმაც ბევრი რამ მასწავლა“, - განაცხადა ერეკლე საღლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი