logo_geo
ემზარ კვიციანი: მაშინ მითხრა უდესიანმა, რასაც მოიმოქმედებდნენ და…
- +

29 ნოემბერი. 2016. 16:13


 

გაზეთი „ახალი თაობა" ემზარ კვიციანის საგანგებო პრესკონფერენციაზე წერს, სადაც პარლამენტარმა 2006 წლის მოვლენებზე ისაუბრა. მან ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც ნაციონალებმა შესარიგებლად გია უდესიანი მიუგზავნეს.


„ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძემ, გიგა ბოკერიამ და მაშინდელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სცადეს ჩემი პროვოცირება. მაშინდელ ქართულ ჯარს და პოლიციას კოდორის ხეობისკენ ჩეჩნური ქვედანაყოფი მოსდევდა, ან როგორ გამოატარა ისინი რუსეთის ჯარმა. იქ დამეღუპა მებრძოლებიც, რომლებსაც გივი თარგამაძემ შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ჩემი შემორიგება სცადეს და გია უდესიანი მომიგზავნეს. მან მითხრა, რომ პარტიაში უნდა შევსულიყავი მათთან და უარი განვუცხადე. მაშინ მითხრა უდესიანმა, რასაც მოიმოქმედებდნენ და გამართლდა კიდეც ეს ყველაფერი", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.



 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი