logo_geo
ნანუკა გულუა: თუ მეგრელი არა, ბრაზილიელი ვიქნებოდი!
- +

27 მაისი. 2022. 14:13

 

 

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ ჟურნალ „გზასთან“ ბრაზილიისადმი სიყვარულზე ისაუბრა.

 

„ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ მგონია, ბრაზილია ჭკუიდან გადამიყვანს. ბავშვობიდან ერთადერთი ქვეყნის სერიალებს ვუყურებ და ეს არის ბრაზილიური. ვგიჟდები პირდაპირ, იმდენად მომწონს! ან სახლი როგორი დიზაინით აქვთ გაკეთებული, ან ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი... ვინც ყოფილა, მეუბნებიან, იქ საშიში ადგილებიც არის, სიღარიბეაო, მაგრამ ბავშვობიდან რაც არის ჩემთვის ბრჭყვიალა და მიმზიდველი, მგონია, იმ ყველაფრის ადგილზე ნახვა გამაგიჟებს და ამიტომაც, აუცილებლად უნდა მოვხვდე! ბრაზილიაზე ჭკუიდან გადავდივარ და თუ მეგრელი არა, ბრაზილიელი ვიქნებოდი!“ - განაცხადა ნანუკა გულუამ.

 

 

big_banner
არქივი