logo_geo
ერეკლე საღლიანი: დროის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას ვნანობ, ძალიან ბევრი დრო დავკარგე
- +

29 მაისი. 2022. 19:04

 

 

„მე რომ თავიდან მომიწიოს ცხოვრება, როგორ გავიმეორებდი იმას, რაც ახლა ვარ... ვეცდებოდი, მეტი გამეკეთებინა“, - ამის შესახებ პოეტმა ერეკლე საღლიანმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

 

„დროის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას ვნანობ, ძალიან ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ ბევრიც სასარგებლოდ გამოვიყენე. აი, რაც ვერ გამოვიყენე, იმას ვნანობ. როცა ადამიანს ეკითხებიან: თავიდან რომ მოგიწიოს ცხოვრების გავლა, რას გააკეთებდიო, უმეტესობა პასუხობს - იმავე გზას გავივლიდიო. მე რომ თავიდან მომიწიოს ცხოვრება, როგორ გავიმეორებდი იმას, რაც ახლა ვარ... ვეცდებოდი, მეტი გამეკეთებინა და რაც მთავარია, იმაზე ხარისხიანად, ვიდრე წარსულში“, - აცხადებს ერეკლე საღლიანი.

 

 

big_banner
არქივი