logo_geo
არეულობა, რომელსაც ნაციონალები გეგმავდნენ… - ირაკლი გოგავას განცხადება
- +

29 ნოემბერი. 2016. 16:47



„ნაციონალები, რევოლუციური სცენარით მოქმედება რომც დაეწყოთ, წარმატებას მაინც ვერ მიაღწევდნენ, რადგან, ერთი მხრივ, მათი მთავარი პროპაგანდისტული მანქანა, „რუსთავი 2"-ის სახით, დისკრედიტებულია და მეორე მხრივ, ძალოვანები მზად იყვნენ, აღეკვეთათ პროვოკაციები და კანონის გადაცდომები, რომელიც მსგავს სცენარს აუცილებლად ახლავს ხოლმე", - აცხადებს „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში. მისი თქმით, სააკაშვილს მზად ჰქონდა რევოლუციური სცენარი, თუმცა ამ გეგმის განხორციელებაზე ბოკერიას გუნდმა პასუხისმგებლობა არ აიღო, რადგან შეეშინდათ.



„რევოლუციური სცენარი მზად ჰქონდათ, უკრაინაში „ავტომაიდანის" აქტივსტების მომზადება ხდებოდა, კიდევ სხვა სახის ტრენინგებიც ტარდებოდა. ჰქონდათ ამ სცენარისთვის გამოყოფილი ფული, ოფისიც სპეციალურად აიღეს თავისუფლების მოედანთან, რათა ოპერატიულად ემართათ ქუჩის აქციები. სავარაუდოდ, ჩართული ჰყავდათ ყოფილი ძალოვანები, უკრაინელი ინსტრუქტორების ჩამოყვანაც სურდათ. ბოკერიას ჯგუფმა არ მოისურვა პასუხისმგებლობის აღება ასეთ სცენარზე, შეეშინდათ. ცხადი იყო, რომ ასეთ ქმედებებს არავინ შეარჩენდათ და ახალაიასა და მერაბიშვილის გვერდით აღმოჩნდებოდნენ. მთავარი მაინც, რამაც თავიდან აგვარიდა არეულობა, იყო ძალოვანი სამინისტროების მწყობრი მუშაობა. ძალოვანებმა მთლიანად გაშიფრეს მათი სამოქმედო გეგმა და, ფაქტობრივად, პრევენცია მოახდინეს ქვეყანაში არეულობის დაწყების. ერთი რამ უნდა ითქვას, ნაციონალები, რევოლუციური სცენარით მოქმედება რომც დაეწყოთ, წარმატებას მაინც ვერ მიაღწევდნენ, რადგან, ერთი მხრივ, მათი მთავარი პროპაგანდისტული მანქანა, „რუსთავი 2"-ის სახით, დისკრედიტებულია და მეორე მხრივ, ძალოვანები მზად იყვნენ, აღეკვეთათ პროვოკაციები და კანონის გადაცდომები, რომელიც მსგავს სცენარს აუცილებლად ახლავს ხოლმე. ასევე, ნათელი იყო, რომ დასავლეთში არასტაბილურობის ინსპირირებას მხარი არავინ დაუჭირა", - აღნიშნა ირაკლი გოგავამ. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი