logo_geo
დათო მაღრაძე: იმედია, ევროპა არ დააგვიანებს, რადგან დაგვიანებული ევროპა რუსეთს ნიშნავს
- +

20 ივნისი. 2022. 11:51

 

 

„ქართველებში იბადება „ლეკიანობის“ განზრახვა, სადაც ერეკლე მეფე მოღალატეა, სააკაშვილი კი - გმირი და პატრიოტი“, - განაცხადა პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 

 „არავინ დავობს იმაზე, თუ რა ინტერესები ჰქონდა რუსეთს საქართველოში. ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა არაფერი, ისევე როგორც ის, რომ რუსეთი საქართველოს მეზობლად რჩება და ჩვენს ქვეყანას არასოდეს ჰქონდა არხეინად ცხოვრების შესაძლებლობა. 

 

რაც შეეხება ერეკლე მეფეზე თავდასხმის ცდებს, ეს არის თანამედროვე „ქართული ლეკიანობა“ და ამაში არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ჩვენს დაღესტნელ ძმებს, მასზე, როგორც იმდროინდელ მოვლენაზე ვსაუბრობ. ეს მოვლენა პერიოდულად ახლაც წამოყოფს ხოლმე თავს, ოღონდ ეთნიკურ წარმომავლობას არ გულისხმობს, ქართველებში იბადება „ლეკიანობის“ განზრახვა, სადაც ერეკლე მეფე მოღალატეა, სააკაშვილი კი - გმირი და პატრიოტი.

 

ევროპის გზაზე სიარულისას საქართველოს სისხლი აქვს ჩაქცეული. თუნდაც წმინდა საფლავის გამოხსნაში ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.

 

 

big_banner
არქივი