logo_geo
გიორგი ვოლკსი: აშკარაა, გახცადებულად არა, მაგრამ უკრაინა მხარს უჭერს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას
- +

20 ივნისი. 2022. 13:09

 

 

„უკრაინული მედია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გამოყენებით ყოველდღიურად ილაშქრებს ჩვენზე, რადგან არ ჩავერთეთ საომარ მოქმედებებში“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„უკრაინული მედია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გამოყენებით ყოველდღიურად ილაშქრებს ჩვენზე, რადგან არ ჩავერთეთ საომარ მოქმედებებში, არ გავხსენით მეორე ფრონტი, დემონსტრაციულად და ორგანიზებულად არ გავგზავნეთ მოხალისეები. ის, რომ ჰუმანიტარული დახმარება საკმაოდ დიდი და ინტენსიური იყო, არაფრად ჩაითვალა. პოლიტიკური დახმარება და თანადგომა, განსაკუთრებით ჰააგის ტრიბუნალისთვის მიმართვა რუსეთის დანაშაულებზე, თითქოს არაფერია. აშკარაა, გახცადებულად არა, მაგრამ ეს ჯგუფი მხარს უჭერს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას“, -  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი