logo_geo
გოგა პიპინაშვილი: ნებისმიერ რეჟისორთან აბსოლუტურად გახსნილი ვარ სამუშაო პროცესში და როგორც დაუწერელი ქაღალდი, ისე ვდებ საკუთარ თავს
- +

24 ივნისი. 2022. 13:56

 

 

„ნებისმიერ რეჟისორთან აბსოლუტურად გახსნილი ვარ სამუშაო პროცესში და როგორც დაუწერელი ქაღალდი, ისე ვდებ საკუთარ თავს, მაგრამ არის ტენდენცია, როდესაც რეჟისორი არ არის პროფესიონალი და კარგი მსახიობების ხარჯზე (ჩემ თავს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ჩემს პარტნიორებს, რომლებიც ჩემ თეატრში არიან.) ცდილობს რაღაცის მიღწევას, ვცდილობ ასეთ სიტუაციას  გავეცალო“, - განაცხადა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას.

„მე მიყვარს, როდესაც რეჟისორის და მსახიობის აზროვნების თანხვედრაა. თუ „საიდუმლო სერობა“ არ შედგა - დღე ვერ გათენდება ვერანაირად. ამიტომ ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე როლზე უარის თქმა, არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა გოგა პიპინაშვილიმა.

 

 

big_banner
არქივი