logo_geo
ნინო ლეჟავა: შეიძლება, ამქვეყნიდან ისე წავიდე, შვილებს სიმდიდრე ვერ დავუტოვო, მაგრამ პირობას ვდებ, ჩემი სახელით იამაყებენ
- +

27 ივნისი. 2022. 14:15

 

 

„შეიძლება, ამქვეყნიდან ისე წავიდე, შვილებს სიმდიდრე ვერ დავუტოვო, მაგრამ პირობას ვდებ, ჩემი სახელით იამაყებენ“, - ამბობს მსახიობი ნინო ლეჟავა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

 

„დღეს შეიძლება, ჩემს შვილებს გული დასწყდეთ, რაღაცაზე უარი თუ ვუთხარი, მაგრამ დრო გავა და აუცილებლად იამაყებენ. მიხვდებიან, მე რომ ეს არ მექნა, მერე თვითონვე აღმოჩნდებოდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ცხოვრებაში დამალული არაფერია. მე მირჩევნია, მათ ამაყად იარონ.

 

შეიძლება, ამქვეყნიდან ისე წავიდე, შვილებს სიმდიდრე ვერ დავუტოვო, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ იამაყებენ ჩემი სახელით, ისევე, როგორც მე ვამაყობ დღეს მამაჩემისა და დედაჩემის სახელით. პირობას ვიძლევი, რომ როცა აღარ ვიქნები, აუცილებლად დარჩება ჩემი, როგორც წესიერი დედის, მეუღლისა და ქალის სახელი. მათთვის ეს უფრო საამაყო და დასაფასებელი იქნება, ვიდრე ის, რაც შეიძლება, დღეს საკუთარ ღირსებაზე გადაბიჯებით მოვიპოვო“, - განაცხადა ნინო ლეჟავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი