logo_geo
რუსკა ქარქაშაძე: საკმაოდ მეოჯახე გოგო ვარ...
- +

27 ივნისი. 2022. 15:55

 

მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა ქარქაშაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის პირად  ცხოვრებაზე ისაუბრა.

 

„მე ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ჩვენს ოჯახში ყველაფერი ჰარმონიულად არის განაწილებული. ყველა ერთნაირად ვართ პასუხისმგებლები. ამიტომ ვთვლი, რომ საკმაოდ მეოჯახე გოგო ვარ. მეც შემაქვს ჩემი წვლილი რაღაცებში. მე მყავს ჩემზე ერთი წლით პატარა და, რომელიც სასწავლებლად ამერიკაში უნდა გაფრინდეს. როცა ის საკუთარი მომავლის შესაქმნელად ემზადებოდა და ბევრს სწავლობდა, მე თუ რამის საყიდლად წავიდოდი, ჩემი დაც ავტომატურად ჩემთან ერთად მოიაზრებოდა. მხოლოდ ჩემს თავზე არასდროს მიფიქრია. არ გავზრდილვართ სხვანაირად. მარტო მე ვარ და სხვა არავინ – ეს ჩვენს ოჯახში გამორიცხულია. ყოველთვის ვფიქრობთ ერთმანეთზე“, - განაცხადა რუსკა ქარქაშაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი