logo_geo
ხატია წერეთელი: ჩემზე უმცროსი მამაკაცისთვის სექსში ფული არასოდეს გადამიხდია!.. კაცი 30 ათასს მთავაზობდა, რომ მის შვილთან მეცხოვრა
- +

8 ივლისი. 2022. 16:59

 

მომღერალმა ხატია წერეთელმა გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ თავის პირადზე ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად ცხოვრობს 26 წლის მამაკაცთან, რომელიც კაფეში გაიცნო. ის მამაკაცი იქ მუშაობდა, კაფეში ყავას ადუღებდა. მისი ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ თქვა, რომ ის ვიცე „მისტერ ვალენტინია“. მომღერალმა ძველ რომანზეც ილაპარაკა 14 წლით უმცროს მამაკაცთან.

 

„ვერ ვიტყვი, რომ 14 წლით უმცროს მამაკაცთან რომანმა ვერ გაამართლა. მშვენიერი რომანი მქონდა. მერე რა, რომ მიღალატა. ასაკით თანაბარი როცა არიან, არ ღალატობენ? მე და თქვენ დავიბადეთ სსრკ-ში, სადაც იყო განსხვავებული მენტალობა, შესაბამისად, ჩემი ტოლი ან ჩემზე უფროსი მამაკაცები მენტალურად აბსოლუტურად განსხვავდებიან ჩემთვის სასურველი მამაკაცისგან. ასეთი ტიპაჟები უფრო ახალ თაობაშია, ბევრად უფრო პროგრესულები, განვითარებულები, სექსშიც უფრო თავისუფლები. გარკვეული ასაკის მამაკაცებისთვის ნორმალური ქალი თურმე ორგაზმს არ განიცდის, პატარა ბიჭებთან სხვაგვარად არის…

 

ახალგაზრდა მამაკაცისთვის სექსში ფული არასოდეს გადამიხდია, გამორიცხულია. თუ მე მინდა, რომ ისე ჩაცმული იყოს ჩემ გვერდით, როგორც მე მსურს და ის სუნამო ესხას, რომელიც მე მინდა, მე ამას მისთვის გავაკეთებ, მაგრამ ამავე დროს ეს ჩემი კომფორტია. ჩემთან შესაფერისობაში უნდა იყოს.

 

მე სექსში ყოველდღე მთავაზობენ ფულს. ძალიან დავიღალე იმის თქმით, რომ არ ვიყიდები. ფულს ვინც შემომთავაზებს, არასოდეს მომეწონება. მინიმუმი ამ კაცს უნდა ჰქონდეს იმხელა IQ, რომ „დამკეროს“. თუ მარტივად უნდა ამის მიღება, ბოდიში რა.

 

ერთხელ მამამ შემომთავაზა ფული შვილისთვის, რომელიც ნარკომანი იყო და ჩემ გამო მზად იყო, „წამლისთვის“ დაენებებინა თავი. მითხრა, იყავი მის გვერდით და ყოველ თვეში 30 ათასს გადაგიხდიო. უარი ვუთხარი. ნარკომანის გვერდით უკვე ნაცხოვრები მქონდა, ეს არის საშინელება“, – უთხრა გადაცემაში ხატია წერეთელმა ია ფარულავას.

 

 

 

big_banner
არქივი