logo_geo
როდიდან შევა ცვლილებები კონსტიტუციაში?
- +

30 ნოემბერი. 2016. 13:42



„მალე ჩამოყალიბდება ეს ფორმატი და ყველა ერთად ვისმჯელებთ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შეტანილი იყოს საქართველოს კონსტიტუციაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

 

„დიდი პასუხისმგებლობაა მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რასაც სჭირდება მყარი უმრავლესობა. ამბიციური გეგმები აქვს ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, დემოკრატიული განვითარების კუთხით, მართლმსაჯულების კუთხით, საგარეო მიმართულებით... ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ რომ მხოლოდ პოზიტიური მიზნებისთვის ვიყენებთ უმრავლესობას. ეს ეხება საკონსტიტუციო რეფორმასაც, რომელზეც არაერთი სპეკულაცია მოვისმინეთ.

 

რაც შეეხება კონსტიტუციურ ნორმებსა და დეტალებს, ამ ყველაფერზე მუშაობა უნდა დაიწყოს ფართო განხილვების პირობებში. შეიქმნება სპეციალური ფორმატი. სხვადასხვა სუბიექტები იქნებიან ჩართულები განხილვაში. მალე ჩამოყალიბდება ეს ფორმატი და ყველა ერთად ვისმჯელებთ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შეტანილი იყოს საქართველოს კონსტიტუციაში.

 

ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის დახვეწა. ერთადეთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, დახვეწო. უარესს ვერ გაუკეთებ. ბევრი ხარვეზია, რაც გასასწორებელია", - განაცხადა კობახიძემ.

 

 



 

big_banner
არქივი