logo_geo
სკანდალური კვლევა სკანდალური შედეგით - ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე!
- +

30 ნოემბერი. 2016. 14:51



საქართველოს ბაზარზე სარეალიიზაციოდ განთავსებული პროდუქტის უზრუნველყოფის ნორმები რომ დაცული არ არის და არც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ამ პრობლემის შესახებ „პრაიმტაიმი" ადრეც წერდა, თუმცა კვლევა, რომელიც ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ გამოაქვეყნა, შოკისმომგვრელია და ბავშვების ჯანმრთელობას უკავშირდება.

 

„ორგანიზაციამ თბილისის მაღაზიებში ათი სათამაშო შეიძინა და ექსპერტიზისთვის გერმანიაში, საგანგებოდ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნა.

 

გერმანიიდან მიღებული დასკვნის მიხედვით, ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში, დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება DEHP აღმოჩნდა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

 

კვლევის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირმა ევროპულ ბაზარზე აღმოჩენილი საფრთხისშემცველი პროდუქტების სია გამოაქვეყნა", - წერს „პრაიმტაიმი".


Momxmarebeli.ge-ს პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა „პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ბაზარს არავინ აკონტროლებს, რამაც გადააწყვეტინათ, ეს კვლევა ჩაეტარებინათ.  

 

 

„ევროკავშირს აქვს საფრთხისშემცველი პროდუქტის სწრაფი შეტყობინების სისტემა. ის აქვეყნებს იმ პროდუქტების სიას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს არღვევს და ბაზარზე იყიდება. ამ სიაში იყო ბევრი სათამაშო. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ, თუ ეს პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზეა, შესაძლებელია, ჩვენს ბაზარზეც მოხვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაზარს საქართველოში არავინ აკონტროლებს. სწორედ ამ მიზეზით შევამოწმეთ სათამაშოები", - აცხადებს ლია თოდუა.


„შეირჩა ისეთი სათამაშოები, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი იყო და ფასიც ხელმისაწვდომი ჰქონდა, 5-დან 20 ლარამდე. Momxmarebeli.ge-მ სათამაშოები რამდენიმე პოპულარულ ქსელში შეიძინა. ესენია: „გუდვილი", „ცეროდენა", „თოილენდი", „ბანა თოისი", „ოცნების სამყარო" (მომხმარებელი ამ მაღაზიას „ჭიტას" სახელით იცნობს), „ჰობი მასტერი" და „ანვოლი".

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება „დი-2-ეთილჰექსილფტალატი" (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა", - წერს გამოცემა.



„ჩვენი შემოწმებული ყველა თოჯინა ჩინური იყო, მაგრამ ერთი აღმოჩნდა კარგი და დანარჩენი ცუდი, ანუ ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ჩინური ცუდია. ცუდი სათამაშოს ფასიც უფრო ძვირი იყო, ვიდრე იაფი. ეს ნივთიერება არის პლასტმასის დამარბილებელი, შესაბამისად, რბილ პლასტმასებშია საშიშროება, შეიძლება მათში იყოს, მაგალითად, თოჯინას თავი ან ფეხსაცმელი", - აცხადებს ლია თოდუა.


„ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე შემოსული სათამაშოებიდან 80% რეალიზაციიდან ამოსაღებია, რადგან უხარისხოა და ბავშვების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს", - წერს „პრაიმტაიმი"


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი