logo_geo
არჩილ გამზარდია: ყველაზე საქმიანი მინისტრი კახა კახიშვილია!
- +

30 ნოემბერი. 2016. 15:33



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ „პრაიმტაიმთან" მთავრობის ახალ შემადგენლობასა და მოლოდინებზე საუბრობს. მისი აზრით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ყველაზე საქმიანი მინისტრია, რომელიც დადებითი შედეგების მომტანი ინიციატივებით გამოდის. გამზარდიას თქმით, ასევე საინტერესოა სოზარ სუბარის მუშაობაც.

 

„არის მიმართულებები, რომელიც მთავრობაში კარგად მუშაობს. ყველაზე საქმიანი მინისტრი, შემიძლია ვთქვა, რომ არის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, რომელმაც ძალიან საქმიანად, ყოველგვარი პოლიტიკური აქცენტების გარეშე გააჟღერა დადებითი შედეგების მომტანი წინადადებები.

 

ვფიქრობ, სოზარ სუბარსაც ძალიან ბევრი და საინტერესო ინიციატივა აქვს და ესეც ძალიან საინტერესო იქნება. ინტერესით ვუყურებ ჯერჯერობით ჯეჯელავას იდეებს, განათლების მინისტრი თუ მართლაც შეიმუშავებს განათლების პოლიტიკას, ძალიან კარგი იქნება. არის კიდევ ერთი-ორი სამინიტრო, რომელიც დადებით მოლოდინებს აჩენს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი