logo_geo
ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგალერეა თბილისში
- +

4 ივნისი. 2023. 15:29

 

 

ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც თბილისში საკუთარი სახელობითი ფოტოგალერეა გახსნა. მისი თქმით, ფოტოგალერეას სტუმრობენ როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივებიც, თუმცა ამ ეტაპზე ონლაინ-გაყიდვები ყველაზე მოთხოვნადია.

 

„ჩემი ფოტოგალერეა ვაკეში, აბაშიძის #17-ში მდებარეობს... მოგეხსენებათ, ვაკე არ არის ტურისტული ადგილი და სწორედ ამიტომ, ონლაინ-გაყიდვები უფრო აქტიურად მუშაობს, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში უფრო დიდი ინტენსივობით მივიღებთ სტუმრებს, რომლებიც ადგილზევე შეარჩევენ მათთვის საინტერესო და სასურველ სურათებს. ძალიან ბევრი საინტერესო და ორიგინალური კადრი გვაქვს გამოფენილი და ფასებიც მინიმალურია, რათა ბევრმა ადამიანმა მოახერხოს მისი შეძენა და საქართველოს შეყვარება“, - აცხადებს ფოტოხელოვანი.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209185

 

 

big_banner
არქივი