logo_geo
ბადრი ვადაჭკორია გერმანიაში საკუთარ გამოფენას არ დაესწრო
- +

4 ივნისი. 2023. 17:30

 

 

ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია „რეპორტიორისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო ჯილდოების მიღებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამაყობს თითოეული მათგანით. მისივე თქმით, მას არასოდეს უოცნებია საერთაშორისო აღიარებასა და ჯილდოებზე და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ქვეყნის შიგნით ხალხის სიყვარულის მოპოვება იყო. ბადრი ვადაჭკორიას თქმით, ის არ დაესწრო გერმანიაში მის გამოფენას, რადგან გამოფენა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

 

„ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯილდოებიც და გამიხარდა ყველა მათგანის მიღება. ვარ „ოქროს ფრთის“ მფლობელი, ასევე სახელმწიფო პრემიის ლაურეატიც, მაგრამ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებამ განსაკუთრებულად გამახარა. „ლანჩხუთელი ბიჭისთვის“ ასეთი აღიარება მილიონნახევრიან დედაქალაქში, ძალიან საამაყოა. რაც შეეხება საერთაშორისო ჯილდოებს, ამაზე არასოდეს მიოცნებია, რადგან ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ჩემს ქვეყანას და იმას, რომ ქართველისთვის შემეყვარებინა საქართველო. ასე რომ, ჩვენი ჯილდოები და აღიარებაც ძალიან მაკმაყოფილებს და მაბედნიერებს. 26 მაისს გაიხსნა ჩემი გამოფენა გერმანიაში, მაგრამ არ წავედი, რადგან ჩემთვის მთავარი იყო აღმებეჭდა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღე - დამოუკიდებლობის დღე ფოტოკადრებად“, - აცხადებს ვადაჭკორია.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209185

 

 

big_banner
არქივი