logo_geo
ირაკლი გოგავა „ნაციონალებზე“: რამდენიმე წელი იტივტივებენ კიდევ და ასე მორჩება მათი ამბავი
- +

2 დეკემბერი. 2016. 17:46




„საქართველოს განვითარებიის ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე პროცესებს აფასებს. გოგავა ფიქრობს, რომ მათ გუნდში პრობლემები დიდი ხანია არსებობს, რაც 2016 წლის მარცხმა უკეთესად გამოაჩინა.



„შიდა რღვევის პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში" 2011 წლიდან დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა უგულავამ განაცხადა, „გაუმჯობესებული მიშა" გვჭირდებაო. ნაციონალების შიგნით არსებული პრობლემები დიდი ხანია არსებობს და 2016 წლის ფიასკომ უფრო ხილვადი გახადა შიდა წინააღმდეგობები. ვფიქრობ, ბოკერია ცდილობს, მოიშოროს სააკაშვილი და სანაცვლოდ, უგულავა გამოიყვანოს ციხიდან, რომელსაც პარტიის პირველ პირად აირჩევენ. სააკაშვილი აღარ იძლევა იმდენ ფულს, რამდენსაც სთხოვენ და სულ მალე სააკაშვილის ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება. ამიტომ სააკაშვილის საჭიროებას ნაციონალების დიდი ჯგუფი ვეღარ ხედავს, რაც ლოგიკურიცაა. საერთოდ, ნაციონალებს ხელისუფლებაში მობრუნების შანსი ამ ქვეყანაში აღარ აქვთ, რამდენიმე წელი იტივტივებენ კიდევ და ასე მორჩება მათი ამბავი", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი