logo_geo
მამუკა არეშიძე: ევროპისთვის რადიკალური ცვლილებების დრო დადგა
- +

16 ნოემბერი. 2016. 14:01


ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასა და რუსეთს, NATO-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.


„როცა საქმე ევროპას შეეხება, მაინც მგონია, რომ აქაც რადიკალური ცვლილებების დრო დადგა. ევროპელებს აქვთ თვისება, იკეკლუცონ ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, და ევროატლანტიკური საქმე აკეთებინონ ამერიკელებს, ანუ აშშ-ის ზურგს უკან დაიმალონ", - აღნიშნავს არეშიძე.

 

ექსპერტის აზრით, ევროპელ ლიდერებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად მიანიშნებს, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.


„თუ ისინი მიიჩნევენ, რომ რუსული პოლიტიკა არასწორია, მაშინ, შესაბამისად უნდა მოიქცნენ... ისე კი არა, ცალი ხელით რუსეთში ბიზნესი აკეთონ, მეორე ხელით კი ტრიბუნიდან მუშტი იქნიონ და თან აშშ-ისკენ იყურონ.

 

როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ რუსეთთან სხვაგვარი ურთიერთობის მომხრეა და პუტინს, როგორც ძლიერ პოლიტიკოსს, დადებითად აფასებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აშშ-ის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიცვლება. არსებობს ტრადიციული მიდგომა რუსეთის მიმართ, რომელშიც აშშ დომინანტი უნდა იყოს. ყველა ის, ვინც ხელს უშლის მის დომინირებას, მტერია.

 

ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობდა ჩინეთზე, თუმცა ფარულად რუსეთსაც რომ გულისხმობდა, ეს გამოჩნდა მისი გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთ პირველივე განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არათუ გაუქმდება, არამედ გაიზრდება. ამერიკულ-რუსული კონფლიქტის პარალელურად, ვფიქრობ, ამერიკულ-ჩინურ კონფლიქტსაც მივიღებთ... მივა თუ არა ეს სამხედრო კონფრონტაციამდე, ამის თქმა ძალიან ნაადრევია", - განაცხადა არეშიძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი