logo_geo
ილია მეორე: თუ ჩვენს გულში იქნება ცოდვათა განცდა და არ განვიკითხავთ ერთმანეთს, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა
- +

1 ივლისი. 2018. 15:28

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ყველამ უნდა იტვირთოს ჭეშმარიტების ჯვარი და სიმძიმე.

 

„უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება ყოველ ჩვენგანს – „ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, აღიღეთ ჯვარი თვისი და შემომიდექ მე“. როგორ გავიგოთ, რომელია ჩვენი ჯვარი, მაგრამ უფალი გვიჩვენებს, ის არის გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე. უფალი გვიჩვენებს სადაა ჭეშმარიტება. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. შეგვიძლია ჩვენ ვიტვირთოთ ჭეშმარიტების ჯვარი და სიმძიმე. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, თუ გვინდა, რომ სხვამაც იტვირთოს ჩვენი ჯვარი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

მისივე თქმით, მძიმე ღვაწლია, როცა სხვის სიმძიმეს იტვირთავს ადამიანი. პატრიარქმა თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა დაარსდა თანადგომის დღე. თანადგომა ერთმანეთის – ქრისტიანობა ამაშია, სიდიადე ქრისტიანობის, რომ აძლევს ძალას, მადლს, რომ იტვირთოს სხვისი ჯვარი. არის შემთხვევა, როცა ადამიანი დგას უფსკრულის წინაშე. ხშირი შემთხვევა ყოფილა, როცა მე ვხედავდი იმ ადამიანს, რომელიც იღუპებოდა, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი უარყოფდა შველას. უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ აკურთხოს ერი თვისი. თუ იქნება ჩვენს გულს განცდა თვისთა ცოდვათა და არ განვიკითხავთ ერთმანეთს, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა“, – განაცხადა ილია მეორემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი