logo_geo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
- +

19 აგვისტო. 2018. 03:55

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

 

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა.

 

ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება - მთას ღრუბელი ადგება.

 

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში საღვთო ლიტურგია აღევლინება.

 

ფერისცვალება მარიამობის მძიმე მარხვის პერიოდში უწევს, ამიტომ მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

big_banner
არქივი