logo_geo
ილია მეორე: ჩვენი ნათლულების მშობლებმა ყოველ წელს, წმინდა სამების სახელზე სამი ნაძვი უნდა დარგონ
- +

25 სექტემბერი. 2018. 22:02

 

 

„ვიდრე ჩვენი ნათლულები გაიზრდებიან, მშობლებმა ყოველ წელს, წმინდა სამების სახელზე სამი ნაძვი უნდა დაურგონ“, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საკუთარი ნათლულები დალოცა და ქადაგებით მიმართა.

 

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, ჩვენი შვილების ნათლისღებას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ნათლულები, მათი მშობლები და მათი ძმანი. თქვენ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ნათლულების სახელზე, ყოველ წელიწადს დავრგოთ სამი ნაძვი.

 

ჩვენი ნათლულები რომ გაიზრდებიან, თვითონ დარგავენ ამ ნაძვებს, მაგრამ სანამ პატარები არიან, მშობლებმა ყოველ წელიწადს, წმინდა სამების სახელზე სამი ნაძვი უნდა დაურგონ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

სამების საკათედრო ტაძარში 55-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდა. ამ დროისთვის ილია მეორეს 36 102 ნათლული ჰყავს.

 

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან.

 

ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

 

big_banner
არქივი