logo_geo
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი წირვას აღავლენს
- +

23 ნოემბერი. 2018. 11:02

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებან ერთად გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.

 

მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და გიორგობას მიულოცავს.

 

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

 

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ - 6 მაისს და 23 ნოემბერს დღესასწაულობს.

 

big_banner
არქივი