logo_geo
ილია მეორე: გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი იყოს შემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანის
- +

19 დეკემბერი. 2018. 13:37

 

„წმინდა ნიკოლოზი სწრაფად შემწე და საკვირველმოქმედია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

 

პატრიარქის თქმით, წმინდა ნიკოლოზი IV საუკუნეში ცხოვრობდა და ზოგადად, ეს საუკუნე გამორჩეულია წმინდა მამებით.

 

„წმინდა ნიკოლოზი სწრაფად შემწე და საკვირველმოქმედია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი იყოს შემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანის“, - განაცხადა ილია მეორემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი