logo_geo
საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
- +

24 დეკემბერი. 2018. 22:43

 

 

 

ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. საქართველოს სახარებისეული ქრისტიანობის და ეკლესიის კავშირში საზეიმო წირვა კავშირის პრეზიდენტმა და ეპისკოპოსმა, გია კანდელაკმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა.

 

ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა.

 

დღევანდელი საღამო ეკლესიის მცირე დარბაზში ტარდება. ეკლესია გასულ წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 30-მდე ეკლესიასა და 700-მდე წევრს აერთიანებს.

 

„დღევანდელი საღამო საშობაო ქადაგებებით არის დატვირთული – მილოცვები, საშობაო საგალობლები, თეატრალური ნომრები. გვსურს, სადღესასწაულო განწყობა დავიყენოთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მთელ საქართველოს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ჰქვია ქრისტეს შობა. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუსურვო ბედნიერი შობა-ახალი წელი, ვუსურვო წარმატება და რაც მთავარია, სიყვარული, რადგან სადაც სიყვარულია, ყველგან ყველაფერი მოწესრიგებულია და დარეგულირებულია. უფალმა დაგლოცოთ“, – განაცხადა გია კანდელაკმა.

 

საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიამ 18 წლის წინ ცალკე დაიწყო არსებობა.

 

 

big_banner
არქივი