logo_geo
მეუფე საბა: ჩვენი ტკბილი იესო როდესაც მოვა, გვკითხავს, ასეთი განსაცდელის დროს როგორ გავუფრთხილდით ჩვენს მოყვასს
- +

16 აპრილი. 2020. 00:41

 

 

ქრისტიანობა არის სიყვარული და მოყვასისათვის თავის დადება. რთულია მორწმუნისთვის სახლში დარჩენა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით შენ უფრთხილდები შენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და საკუთარ სიცოცხლესაც. არც ჩვენ ვართ დაზღვეულები იმისგან, ამ ვირუსს გადავიტანთ თუ არა“, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მინდა გავიხსენო სახარებიდან სიტყვები: მკვდრეთით აღმდგარი უფალი ეცხადება მოწაფეებს, რომლებიც შეშინებულები იყვნენ, დაიფანტნენ და შეკრებილები იყვნენ სახლში. კარდახშულ სახლში შედის უფალი და ეუბნება მათ: ჩემო კარგებო, თქვენ სადაც არ უნდა იყოთ, საავადმყოფოში, ციხეში, სახლში, გზაში თუ სადაც იქნებით, უფალი მოვა თქვენთან და თქვენს გულის კარზე დააკაკუნებს და იტყვის - მშვიდობა თქვენთანა, აღდგომის სიხარულს მოგიტანთ თქვენ. დღეს როცა სახარებას ვკითხულობდი, სულ ვფიქრობდი, რა გავაკეთო კიდევ, რომ თანადგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან სახლში დარჩენა ადვილი არაა მორწმუნეებისთვის. ნუ შეგეშინდებათ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, სიყვარული აჩვენეთ ერთმანეთს, მთავარი ესაა. ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს რწმენაში“, - განაცხადა მეუფე საბამ.

 

მან თავის მრევლსა და სხვა მორწმუნეებს მიმართა. ჩვენი ტკბილი იესო როდესაც მოვა, რას გვეტყვის ჩვენ? გვეტყვის, რომ მშიერი ვიყავი და მაჭამეთ, მწყურვალი ვიყავი და მასვით, ავად ვიყავი და მინახულეთ, სხვა კითხვებთან ერთად იმასაც გვკითხავს, რომ ასეთი დიდი განსაცდელის დროს, როგორ გაუფრთხილდი შენს მოყვასს, შენს გვერდში მდგომ ადამიანს, გაუფრთხილდი თუ არა? ღმერთი ჩვენგან ითხოვს სიყვარულს“, - განაცხადა მეუფე საბამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი