logo_geo
ხვალიდან მარიამობის მარხვა იწყება
- +

13 აგვისტო. 2020. 23:18

 

ხვალიდან მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის მარიამობის მარხვა იწყება.

 

მარიამობის მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება.

 

ეს მარხვა მძიმეა. მორწმუნეებს თევზის მიღება მხოლოდ ფერიცვალებას,19 აგვისტოს შეეძლებათ.

 

ეკლესიის ისტორიაში მარიამობის მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უდიდეს თორმეტ დღესასწაულთა შორის სამი: ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება, უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი