წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 12:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.
წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება და ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიჰყავთ.