logo_geo
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
- +

9 აპრილი. 2017. 02:01




მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.


ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც მოძრავია და მაცხოვრის აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.


ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას" შესძახოდნენ.


საქართველოში მღვდელმსახურნი, ტრადიციულად, მლოცველთა მიერ მიტანილ ბზას აკურთხებენ.


 

big_banner
არქივი