logo_geo
დღეს დიდი ხუთშაბათია
- +

29 აპრილი. 2021. 10:40

 

 

დღეს დიდი ხუთშაბათია. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

 

დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

 

დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გაუძღვება. წირვა 10 საათზე დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი