logo_geo
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკის მიმართულებით 30, კუპიანსკის მიმართულებით კი 12 თავდასხმა მოიგერიეს
- +

23 ნოემბერი. 2023. 14:30

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა ყველაზე მეტად ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებით ხორციელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკის მიმართულებით 30, კუპიანსკის მიმართულებით კი 12 თავდასხმა მოიგერიეს. სულ ბოლო დღე-ღამეში უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა სამი სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 64-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი.

 

გარდა ამისა, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე 14 „კამიკაძე დრონით“ განახორციელეს იერიში. გენშტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა. რუსეთის აგრესიის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მტერი კვლავ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა უკრაინის ძალები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვას. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა რუსეთის ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 24 რაიონზე განახორციელეს დარტყმა.

 

 

big_banner
არქივი