logo_geo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ხანმოკლე ზავის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლები განახლდება
- +

23 ნოემბერი. 2023. 22:40

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ხანმოკლე ზავის შემდეგ, ისრაელის არმია ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს.

 

 

"რასაც უახლოეს დღეებში ნახავთ, პირველ რიგში მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება", - განუცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებს.

 

 

"რაც თქვენგან მოითხოვება ამ [ზავის დროს] არის ორგანიზება, მომზადება, იარაღის მიწოდება და მზადყოფნა. იქნება გაგრძელება, რადგან ჩვენ უნდა დავასრულოთ გამარჯვება და შევქმნათ იმპულსი მძევლების შემდგომი გათავისუფლებისთვის, რომლებიც მხოლოდ ["ჰამასზე"] ზეწოლის შედეგად დაბრუნდებიან", - აღნიშნა იოავ გალანტმა.

 

 

ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.

big_banner
არქივი