logo_geo
მეცნიერებმა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს
- +

7 ივლისი. 2017. 02:47




ამერიკელი, გერმანელი და ავსტრიელი ონკოლოგების განცხადებით, მათ მიერ გამოცდილი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხოა და მელანომის პროფილაქტიკისთვის კლინიკურად ეფექტურია. 2 კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.


პირველ მასალაში ამერიკელი მეცნიერები ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველი ფაზის შედეგებზე საუბრობენ, რომელიც კანის კიბოსთან დაკავშირებული 20 პერსონალიზებული ნეონატიგენისკენ იყო მიმართული. 6 პაციენტიდან 4-ს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, 25 თვის განმავლობაში მელანომის რეციდივი არ გამოუვლინდა.


მეორე მასალაში გერმანელი და ავსტრიელი მეცნიერები რიბონუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინის გამოცდაზე წერენ. მათი მტკიცებით, 13 პაციენტიდან 8-ს ვაქცინის გამოყენებიდან 23 თვის შემდეგ სიმსივნე გაუქრა.


ამ ეტაპზე სპეციალისტები ვაქცინის კლინიკური გამოცდის მეორე ფაზაზე გადასვლას გეგმავენ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი