logo_geo
კატარის საგარეო უწყების სპიკერი: დაბრკოლებები გადალახულია, ამაღამ 39 პალესტინელი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება
- +

26 ნოემბერი. 2023. 00:55

 

 

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ დაბრკოლებები გადალახულია და ამაღამ რამდენიმე მძევალი გათავისუფლდება.

 

„ორივე მხრიდან პატიმრების გათავისუფლების გაჭიანურების შემდეგ, კატარისა და ეგვიპტის კომუნიკაციებით ორივე მხარესთან, დაბრკოლებები გადაილახა. მაღამ 39 პალესტინელი ქალი და ბავშვი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება“, – განაცხადა მაჯედ ალ-ანსარიმ.

 

მანამდე ისრაელმა ტყვეების გაცვლის გადადებაში „ჰამასი“ დაადანაშაულა, ხოლო „ჰამასმა“ ზავის პირობების დარღვევაში ისრაელი დაადანაშაულა.

 

 

big_banner
არქივი