logo_geo
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სპიკერი: რუსებს სურთ კუპიანსკის ხელახლა ოკუპაცია
- +

26 ნოემბერი. 2023. 19:25

 

 

რუსულმა ჯარებმა  უარი არ თქვეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის ხელახალი ოკუპაციის განზრახვაზე. ამჟამად დამპყრობელს ამ მიმართულებით სტრატეგიული წარმატებები არ აქვს.

 

„ამ მონაკვეთზე უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 4 თავდასხმა. ოკუოანტს სურს მიაღწიოს სინკოვკას დასახლების საზღვრებს, რათა წარმატებით შეუტიოს კუპიანსკს“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სპიკერმა ვოლოდიმირ ფიტიომ.

 

მისი თქმით, მიზნების მისაღწევად, დამპყრობლები აერთიანებენ ავიაციას, იყენებენ უპილოტო საფრენი აპარატებს და არტილერიას. დანაკარგები არ აჩერებენ დამპყრობლებს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ დამპყრობელი აქტიურდება, მიუხედავად დანაკარგისა.  ის არ თმობს თავის გეგმებს და ცდილობს უკრაინის თავდაცვაში გარკვეული სისუსტე აღმოაჩინოს“, - დასძინა სპიკერმა.

 

მისი თქმით, აგრესორი ქვეყანა იყენებს თავდასხმის რაზმებს, რომლებიც შედგება ყოფილი პატიმრებისგან. ამასთან, ბახმუტის მიმართულებით რუსული ჯარები სამ კვირაზე მეტია აქტიურობენ და ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები.

 

„უკრაინელი დამცველები აქტიურ დაცვაში იყვნენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე გადავიდნენ შეტევაზე და ასევე გააუმჯობესეს ტაქტიკური პოზიციები.

 

ბახმუტის რაიონში შეიარაღებულმა ძალებმა დღის განმავლობაში მოიგერიეს მოწინააღმდეგის ათი შეტევა, ხოლო ოკუპანტმა თავდაცვის ძალების წინააღმდეგ გამოიყენა 18 კამიკაძე დრონი და 508 საარტილერიო დარტყმა განახორციელა. ამან წარმატება არ მოუტანა ოკუპანტებს“, - აღნიშნა ფიტიომ.

 

 

big_banner
არქივი