logo_geo
ეგვიპტეში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული, სულ მცირე, 120 სატვირთო მანქანა ღაზის სექტორში შევიდა
- +

27 ნოემბერი. 2023. 01:49

 

 

ეგვიპტის ოფიციალური პირების განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული, სულ მცირე, 120 სატვირთო მანქანა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზის სექტორში შევიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

„საწვავით დატვირთული მანქანები გაემართა ჩრდილოეთ ღაზისკენ, გაერო-სა და პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებასთან კოორდინირებულად“, – განაცხადა ეგვიპტის მთავრობის პრესსამსახურის თავმჯდომარემ, დია რაშვანმა.

 

რაშვანმა ასევე აღნიშნა, რომ სატვირთო მანქანების რაოდენობა, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაიზრდება.

 

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაახლოებით 100 სატვირთო მანქანა, რომლებსაც გადაჰქონდათ საკვები, წყალი, პირველადი სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები, გაიგზავნა ქალაქ ღაზასა და ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში.

 

 

big_banner
არქივი