logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჯო ბაიდენს ვუთხარი, რომ მზად ვარ, გავაგრძელო მოქმედი ზავი, მაგრამ როგორც კი ის დასრულდება, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია სრული ძალით დაბრუნდება
- +

27 ნოემბერი. 2023. 01:52

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან უთხრა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რომ მზად არის, გააგრძელოს მოქმედი ზავი, მაგრამ როგორც კი ის დასრულდება, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია სრული ძალით დაბრუნდება.

 

„ჩვენ მოვიყვანეთ სახლში მძევლების კიდევ ერთი ჯგუფი, ბავშვები და ქალები და მე აღფრთოვანებული ვარ მთელ ერთან ერთად, როდესაც ვხედავთ გაერთიანებულ ოჯახებს“, – ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეოგანცხადებაში.

 

ნეთანიაჰუს თქმით, ახლახან ესაუბრა ბაიდენს მძევლების გათავისუფლების შესახებ, კერძოდ, აშშ-ისრაელის მოქალაქის, ოთხი წლის აბიგაილ იდანის შესახებ და აღნიშნა „რა სასიხარულოა მისი ჩვენთან ნახვა, მაგრამ, მეორე მხრივ, რა სამწუხაროა, რომ ის უბრუნდება რეალობას მშობლების გარეშე“.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ოთხდღიანი ზავი შეიძლება გაგრძელდეს, რათა უფრო მეტი მძევალი გათავისუფლდეს.

 

„შეთანხმების ბოლოს ჩვენ ვბრუნდებით სრული ძალით, რათა განვახორციელოთ ჩვენი მიზნები: გავანადგუროთ „ჰამასი“, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა არ დაუბრუნდეს იმას, რაც იყო და, რა თქმა უნდა, გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი მძევალი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

 

big_banner
არქივი