logo_geo
სერგეი ლავროვის მიწვევის გამო, უკრაინის დელეგაცია არ დაესწრება ეუთოს მინისტერიალს სკოპიეში
- +

28 ნოემბერი. 2023. 20:10

სერგეი ლავროვის მიწვევის გამო, უკრაინის დელეგაცია არ დაესწრება ეუთოს მინისტერიალს სკოპიეში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის დელეგაციის [ეუთოს] მინისტერიალზე ყოფნა მხოლოდ გააღრმავებს იმ კრიზისს, რომელიც რუსეთმა გამოიწვია.

 

 

"რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. [...] რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთოში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

მანამდე სერგეი ლავროვის მიწვევის გამო, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, არ დაესწრონ ეუთოს მინისტერიალს სკოპიეში.

 

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრა 29 ნოემბერი-1 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.

big_banner
არქივი