logo_geo
სტოლტენბერგი: ჩვენი ვალდებულებაა, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი, რომელიც მას სჭირდება
- +

28 ნოემბერი. 2023. 20:20

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, შეინარჩუნონ უკრაინის მხარდაჭერის კურსი.

 

 

"ჩვენი ვალდებულებაა, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ კურსი. ეს ასევე ეხება უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

"დარწმუნებული ვარ, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რადგან ეს შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებშიც შედის. და ეს ასევე შეესაბამება იმას, რაზეც ჩვენ შევთანხმდით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

big_banner
არქივი