logo_geo
იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე
- +

29 ნოემბერი. 2023. 01:58

ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

"ჩვენ [ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე] ასევე განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავე დროს, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

"დიახ, ჩინეთი აზიაშია და ჩინეთი არ აქვს სახმელეთო საზღვარი ნატოს მოკავშირეებთან. მაგრამ რასაც ჩინეთი აკეთებს, მნიშვნელობა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი სერიოზულად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ახორციელებს იძულების პოლიტიკას მეზობლებისა და სხვა ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა

big_banner
არქივი