logo_geo
Reuters: ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება დებულებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ევროპული საქონლის რუსეთში რეექსპორტს
- +

30 ნოემბერი. 2023. 23:17

სანქციების მეთორმეტე პაკეტის განხილვის ფარგლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება დებულებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ევროპული საქონლის რუსეთში რეექსპორტს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

მიმდინარე კვირაში ევროკავშირის წევრების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე გამოცხადებული წინადადებების თანახმად, ევროკავშირის ექსპორტიორები იძულებულნი იქნებიან აკრძალონ რუსეთში ყველა სახის საქონლის რეექსპორტი, რომელიც შედის ევროკომისიის საბაჟო კოდების სიაში.

 

 

ინფორმირებული წყაროების განცხადებით, შეხვედრის ზოგიერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ ასეთმა ყოვლისმომცველმა აკრძალვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გლობალურ ვაჭრობაზე და გამოიწვიოს ქაოსი ევროპული კომპანიებისთვის მთელ მსოფლიოში.

 

 

გარდა ამისა, დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს სანქციებიდან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის ამოღებაზე, რუსეთ-ევროკავშირის საზღვარზე მებაჟეების მიერ ისეთი ნივთების, როგორიცაა კბილის პასტის ჩამორთმევის განმეორებითი შემთხვევების გამო.

big_banner
არქივი