logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე უნდა დარჩეს - რუსეთი ახლა პოზიციებს აძლიერებს, ცდილობს ინიციატივა ხელში აიღოს და ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ რთული რჩება
- +

30 ნოემბერი. 2023. 23:43

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე უნდა დარჩეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

 

"ჩვენ ირგვლივ სტრატეგიული გარემო ძირეულად შეიცვალა. ეს ქმნის ახალ პასუხისმგებლობას ევროპისთვის. მე ამას სტრატეგიულ პასუხისმგებლობას ვუწოდებ. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა უკრაინის მხარდაჭერა ამ ომში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

"რუსეთი ახლა პოზიციებს აძლიერებს. ცდილობს ინიციატივა ხელში აიღოს. და ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ რთული რჩება. მაგრამ ეს არ არის მხარდაჭერის საწინააღმდეგო არგუმენტი. პირიქით, ეს მეტი მხარდაჭერის არგუმენტია", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი არ აკონტროლებს უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რადგან უკრაინის არმიამ ოკუპანტები განდევნა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიიდან.

big_banner
არქივი