logo_geo
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერი: „ცაჰალი“ მზად არის, განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, თუ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება
- +

1 დეკემბერი. 2023. 01:39

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ „ცაჰალი“ მზად არის, განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, თუ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება.

 

 

"ცაჰალი" [ისრაელის თავდაცვითი ძალები] მზად არის, განაახლოს ბრძოლა. ჩვენ მზად ვართ შეტევისთვის ნებისმიერ მომენტში, ამაღამაც", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა.

 

 

მანამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ სამხედრო დახმარებას გაუწევს ისრაელს, როდესაც ისრაელი ღაზაში ოპერაციის განახლებას გადაწყვეტს.

big_banner
არქივი