logo_geo
ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა
- +

2 დეკემბერი. 2023. 10:19

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ ერთ-ერთმა პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

 

პოლიციის განცხადებით, მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაცვა სცადა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დემონსტრანტის ასაკი და სქესი უცნობია. გარდა ამისა, დაშავდა სამართალდამცველი, რომელმაც დემონსტრანტისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

ისრაელის საკონსულოში ტრაგიკული უწოდეს იმ ფაქტს, „რომ ისრაელისადმი სიძულვილი ასეთი ფორმით გამოიხატა“.

big_banner
არქივი