logo_geo
ჩრდილოეთ კორეის ქმედებების საპასუხოდ, ორბიტაზე საკუთარი სადაზვერვო თანამგზავრი სამხრეთ კორეამაც გაუშვა
- +

2 დეკემბერი. 2023. 10:40

ჩრდილოეთ კორეის ქმედებების საპასუხოდ, ორბიტაზე საკუთარი სადაზვერვო თანამგზავრი სამხრეთ კორეამაც გაუშვა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

 

სეულის მიერ წარმოებული პირველი სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ კალიფორნიიდან, ვანდენბერგის კოსმოდრომიდან გაიყვანა.

 

 

ნოემბერში ჩრდილოეთ კორეამ ორბიტაზე საკუთარი პირველი სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა და აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თვალთვალის საშუალება მოიპოვა. ამის გამო აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის 8 მოქალაქესა და 1 კომპანიას სანქციები დაუწესა

big_banner
არქივი