logo_geo
პარიზში, ეიფელის კოშკთან ტურისტებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
- +

3 დეკემბერი. 2023. 10:18

 

 

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

 

„როიტერის“ ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

 

მედია წერს, რომ ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი. როგორც მან პოლიციას განუცხადა, „შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში და აღელვებული იყო ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებით“.

 

„თავდამსხმელის შესახებ ვიცით ის, რომ არის ფრანგი, დაბადებულია საფრანგეთში 1997 წელს. შემთხვევის დროს პოლიციის კამერები ჩართული იყო და ყველაფერი გადაღებულია. ის იყო გაბრაზებული იმაზე, რაც ხდება ღაზაში და ამბობდა, რომ საფრანგეთი თანამონაწილეა იმაში, რასაც ისრაელი აკეთებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა.

 

 

big_banner
არქივი