logo_geo
დიორმა ვერსალს ბრილიანტის ნაკეთობების კოლექცია მიუძღვნა
- +

8 ივლისი. 2017. 20:34



ფრანგული მოდის სახლმა პარიზიოს მაღალი მოდის კვირეული ფარგლებში ახალი კოლექცია Dior à Versailles (დიორი ვერსალში) წარმოადგინა. მოდის სახლის საიუვილერო მიმართულების დირექტორის, ვიქტუარ დე კასტელანის თქმით, მისი შტაგონება როკოკოს სტილი გახდა, რითაც ლუდოვიკო XV-ს დროს ინტერიერს და ავეჯს აფორმებდნენ.


კოლექციის ცალკეულ ნივთებს და ხაზებს სწორედ ვერსალის სასახლის დარბაზების სახელები აქვს მინიჭებული.

 

 

მე შევეცადე ვერსალი ღამით წარმომედგინა, უამრავი სანთლით განათებული. მისი ალის ანარეკლი ბრილიანტს ბრწყინვალებას აძლევს", - ამბობს კასტელანი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი