logo_geo
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსზე სიცოცხლე შეუძლებელია
- +

9 ივლისი. 2017. 01:59



ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსი მიკროორგანიზმების არსებობისთვის არ გამოდგება მის ზედაპირზე არსებული ქიმიური შენაერთების, ე.წ. პერქლორატების გამო, რაც ცოცხალი არსებებისთვის მომწამლავია.


ბიოლოგებმა მარსის გრუნტში შეისწავლეს პერქლორატების ქონცენტრაცია ბაქტერიაზე Bacillus subtilis, რომელიც კოსმიურ აპარატებზე გვხვდება და ბიოლოგიური დაბინძურების წყაროა. გაირკვა, რომ ულტრაიისფერ სხივებზე  შენაერთის ტოქსიკურობა იზრდება, რომელიც მას მიკროორგანიზმებისთვის მომაკვდინებელს ხდის. შედეგად ბაქტერია რამდენიმე წუთში იღუპება.


სპეციალისტების თქმით, მარსის ზედაპირზე არსებული სხვა ნივთიერებები - რკინის ოქსიდები და წყალბადის - პერქლორატების მოქმედებას აძლიერებენ და ამით ბაქტერიების დაღუპვას 10,8-ჯერ აჩქარებენ.




 

big_banner
არქივი