logo_geo
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას
- +

6 დეკემბერი. 2023. 22:36

უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შეიძლება ვერ მიაღწიონ კონსენსუსს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ევროპული საბჭოს სამიტის დღის წესრიგში არ უნდა დადგეს.

 

 

"ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა დარჩეს ობიექტურ პროცესად, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და შესრულებაზე. უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამის პირობები დღეს არ არსებობს", - ნათქვამია მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ საპარლამენტო რეზოლუციაში.

big_banner
არქივი